რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას აპირებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების მოსალოდნელი გაფართოების შესახებ განაცხადა. "თურქეთის წინააღმდეგ შეზღუდვებს გავაფართოვებთ მშენებლობის სფეროში, რომელშიც 300 თურქული კომპანია 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კონტრაქტებზე მუშაობს", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, სანქციების გაფართოების დამსახურებით, რუსეთში შესაძლოა 87 ათასი სამუშაო ადგილი გაჩნდეს. "მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გააფორმოს თურქ მშენებლებთან ახალი კონტრაქტები, ეს კი ჩვენ სამშენებლო სექტორს საშუალებას მისცემს, გააფართოოს მუშაობა, რაც კვალიფიციური მუშების საჭიროებას გააჩენს", - განაცხადა პუტინმა.