სახელმწიფო სს "მინაში" დარჩენილ წილს ყიდის

მცხეთის რაიონის სოფელ ქსანში მდებარე "მინის" ქარხანაში სახელმწიფო თავის წილს ყიდის.

აუქციონზე 1-ლარიანი ნომინალური ღირებულების 24 032 ცალი ჩვეულებრივი აქციაა გამოტანილი, რაც კომპანიის კაპიტალის დაახლოებით 0.14%-ია.

წილის საწყისი ფასი 38 000 ლარია, "ბიჯი" - 1000 ლარი. აუქციონი 5 თებერვალს 17:00 საათზე დასრულდება.

კომპანია ქსანში მინის ტარის ქარხანას და აქტივებს ფლობს. 2015 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, აქტივები 75 640 794 ლარია, ვალდებულებები 49 368 435 ლარი.

1997 წლიდან კომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტს თურქული სამრეწველო ჰოლდინგი "შიშეჯამი" ფლობს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში წარმოებული 13 სხვადასხვა დასახელების მინის პროდუქცია იტალიაში ექსპორტზე გადის.