ევროკომისია "გაზპრომის" კონტრაქტებთან წვდომას მიიღებს

ევროკომისია "გაზპრომის" კონტრაქტებთან წვდომას მიიღებს. ამის შესახებ რუსული გამოცემა "კომერსანტი" იტყობინება. გამოცემის თანახმად, ევროკომისიამ ორი კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის თანახმად, ევროკავშირის ქვეყანა ვალდებული იქნება, ენერგეტიკის სფეროში მთავრობათაშორისი კონტრაქტის დადებამდე, დეტალები ევროკომისიასთან შეათანხმოს. გარდა ამისა, გაზის ყველა არაევროპული მიმწოდებელი კომპანია, მათ შორის "გაზპრომი", ვალდებული იქნება რეგულატორს გრძელვადიანი კონტრაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ენერგეტიკულ სფეროში მთავრობათაშორისი შეთანხმების დადებას ევროკომისიის თანხმობის გარეშე.