თამაზ მეჭიაურმა რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკიდან ინფორმაცია გამოითხოვა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკიდან ინფორმაცია გამოითხოვა. როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, აინტერესებს, რამდენად ეფექტურად დაიხარჯა რეზერვები და როგორ აისახა ის ლარის კურსზე.

"გამოვითხოვე ინფორმაცია ეროვნული ბანკიდან. მაინტერესებს, როგორ იხარჯებოდა რეზერვები და როგორ აისახებოდა ეს ლარის კურსზე – რეზერვები, რომელიც გაიყიდა ამ პარასკევს. მაინტერსებს, რამდენად ეფექტურად დაიხარჯა ეს რეზერვები", - განუცხადა ჟურნალისტებს თამაზ მეჭიაურმა. მისივე თქმით, გამოსავალზე მთავრობა ეროვნული ბანკთან ერთად მუშაობს. "როგორც კი მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ გეტყვით ჩემს აზრს", - აღნიშნა მეჭიაურმა.