ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.55 ლარია

ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.55 ლარია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.

ამ დროის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.545 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.465 ლარად. "თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.5430 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.4670 ლარად. "ბანკ რესპუბლიკაში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5500 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4630 ლარს მიიღებს. ასევე "ბაზისბანკში" 1 აშშ დოლარის შეძენა 2.55 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა - 2.47 ლარად. რაც შეეხება "ქართუ ბანკს", აქ 1 აშშ დოლარი 2.5300 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.4800 ლარად არის შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4923 ლარი გახდა. 22 იანვარს საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.

17 წლის წინ, 1999 წლის 23 თებერვალს 1 აშშ დოლარის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს - 2.45 ლარს მიაღწია, თუმცა ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს - 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა. მას შემდეგ, აქამდე ლარის კურსს გაუფასურების ასეთ მაჩვენებლამდე არ მიუღწევია.