საქართველოში კომბინირებული საკვების მაღალტექნოლოგიური საწარმო შენდება

"აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში ქართული კომპანია ,,ნუტრიმაქსი” ევროპული დონის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ კომბინირებული საკვების საწარმოს აშენებს.

საწარმოს სავარაუდო წლიური წარმადობა ცხოველის, ფრინველისა და თევზის 50 000 ტონა საკვები იქნება.

მშენებლობა თბილისში, ფონიჭალის ზემო დასახლებაში მიმდინარეობს. საწარმო 30 400 კვ.მ-ის ფართობზე განთავსდება და მასში უახლოესი ერთი წლის განმავლობაში 4 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

ქარხნის პროექტის შემსრულებელი ჰოლანდიური კომპანია FEEDTECH-ია.

კომპანია „ნუტრიმაქსი“დღესდღეობით მზა საკვებსა და საკვებდანამატებს მესაქონლეობის, მეფრინველეობის და მეღორეობის მიმართულებით აწარმოებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე