სერგეი ლავროვი – საქართველოსა და "გაზპრომს" შორის მოლაპარაკებები ორივე მხარის ინტერესებში შედის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოსა და "გაზპრომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებები "პრაგმატულ პროცესად" შეაფასა.

შესაბამისი შეფასება რუსეთის პირველმა დიპლომატმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ეს არის "პრაგმატული პროცესი", რომელიც ორივე მხარის ინტერესებში შედის და არ უნდა ველოდოთ ამ მოლაპარაკებების ჩაშლას", - განაცხადა ლავროვმა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, აღნიშნული მოლაპარაკებები აწყობს სომხეთსაც.