ჩინეთის საფონდო ინდექსები 13-თვიან მინიმუმს გაუტოლდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირების ფონზე, ჩინეთის საფონდო ბირჟები დაეცა.

ჩინეთის საფონდო ინდექსი CSI300, რომელიც ჩინეთის 300 წამყვანი კომპანიების აქციების მაჩვენებლებს ასახავს, 6 საპროცენტრო პუნქტით შემცირდა.

ჩინეთის საკვანძო ინდექსი Shanghai Composite კი სავაჭრო სესიის ბოლოს 6,4%-ით გაუფასურდა.

როგორც „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, ჩინეთის მთავარი ინდექსები 13-თვიან მინუმუმს გაუთანაბრდა.

ჩინურ ბირჟაზე არსებული მდგომარეობა უარყოფითად აისახა ტოკიოს ბირჟაზე, სადაც Nikkei-ს ინდექსი 2,4%-ით, ჰონკონგის Hang Seng-ის ინდექსი კი 2,5%-ით შემცირდა.

ექსპერტები აქციების დაცემას არა მხოლოდ ნავთობის დაბალ ფასს, არამედ ჩინეთის ინდუსტრიული მაჩვენებლების არასაკმარის ზრდას უკავშირებენ.

გასულ თვეს რამდენიმე დამოუკიდებელმა კომპანიამ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ჩინეთში წარმოების ზრდის შემდგომი შემცირებაა მოსალოდნელი.