ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

"2016 წლის 26 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4970 შეადგინა", - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი წინა კვირას, 22 იანვარსაც გაყიდა.