რა მოთხოვნებია უძრავი ქონების ბაზარზე

როგორი მოთხოვნებია დღეს უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე? რას ანიჭებს უპირატესობას და ეძებს მომხმარებელი, რას სთავაზობს მას ბაზარი და როგორია 2016 წლის ტენდენციები.

ლელა არაბული უკვე რამდენიმე წელია sakme.ge-ს რედაქტორია. საიტის, სადაც დღეში ასობით განცხადება იდება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის თაობაზე. ლელა ამბობს, რომ უძრავი ქონების ბაზარი მომხმარებლის სურვილის მიხედვით იცვლება. ბოლო დროის ტენდენციად კი ახალმშენებარე ბინების დასრულებული რემონტით ჩაბარებას ასახელებს. არ შეცვლილა მოთხოვნა უბანზე.

,,ისევ და ისევ პრიორიტეტად რჩება საბურთალოს რაიონი. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. თანაც ამ ბოლო დროს გაჩნდა ასეთი ტენდენცია, რომ სამშენებლო კომპანიები თეთრი და შავი კარკასის გარდა, მომხმარებელს სახლებს დასრულებული რემონტით სთავაზობენ.

აღმოჩნდა, რომ ახალმშენებარე საცხოვრებელ სახლებს მოსახლეობა პრიორიტეტს კიდევ ერთი მიზეზის, განვადების გამო ანიჭებს. გადახდის მოქნილი და გამარტივებული პირობები მოსახლეობას ყიდვის პროცესს უმარტივებს.

,,იმ საცხოვრებელი სახლის ახლოს, სადაც პიროვნებას სურს ბინის ყიდვა, კარგად უნდა იყოს განვითარებული ინფრასტრუქტურა. მისთვის მოსახერხებელია იყოს სკოლა, საბავშვო ბაღი, მარკეტები“, - აღნიშნავს არაბული.

მაია მამალაძე მომავალი საცხოვრებელი სახლის შოურუმს ათვალიერებს. ბინების ჩაბარების თარიღი 2016 წლის მაისი ოჯახში მატებას ემთხვევა, ,,მწვანე ბუდაბეშტში“ ბინის შეძენის გადაწყვეტილება უსაფრთხო გარემომ, ეკოლოგიამ და ინფრასტრუქტურამ განსაზღვრა.

,,რადგან მაისში ველოდებით ბავშვს, ძალიან მაწყობს, რომ იქნება დიდი ეზო, დაცული ტერიტორია, სიმწვანე, სათამაშო დარბაზები და ბავშვის მოვლის ცენტრი. მე ავარჩიე ერთიანი გადახდის პირობა და ვისარგებლე 15%-იანი ფასდაკლებით.“

სალომე ბინის შეძენას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა, თუმცა თანხის უკმარისობის გამო მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც ახლადმშენებარე კომპანიამ აქცია გამოაცხადა.

სალომე ჩხიკვაძე: „სასურველი ბინის შესაძენად თანხა სრულად არ მქონდა. შესაბამისად 5 წლიანი განვადება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. პირადად ვარ ფინანსისტი და სხვა ალტერნატიულ გადახდის პირობებთან შედარებით ჩემთვის ეს განვადება უფრო ხელმისაწვდომი და მომგებიანი იყო. ზედმეტი პროცედურების და დამატებითი გირავნობის გარეშე შევძელით განვადების გაფორმება. არჩევანი ბინის დასრულებული რემონტით ჩაბარებამაც განსაზღვრა. გადატვირთული გრაფიკი სალომეს არ აძლევდა საშუალებას, ეზრუნა რემონტზე. ყველა დეტალი ერთმანეთთან კარგად და გემოვნებით არის შეხამებული. კომპლექსი მდებარეობს გეოგრაფიულად პრესტიჟულ ადგილას. გარშემო არის ყველა ის მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც აუცილებელია სოციალურად აქტიური ადამიანისთვის.“

"მწვანე ბუდაპეშტის" მარკეტინგის მენეჯერი რუსა შამუგია: "ძველ ბინებთან შედარებით, რომელიც ხშირად დაზიანებული და მოუწესრიგებელია, მომხმარებელი უპირატესობას ახალაშენებულ ბინებს ანიჭებს. მათთვის განსაკუთრებით კომფორტულია, როდესაც ბინა გარემონტებულ მდგომარეობაში ბარდება, რადგან ამით ერთდროულად ზოგავენ როგორც დროს, ისე ფინანსებს. თუმცა, რემონტი სადა უნდა იყოს, რათა მეპატრონეს საშუალება მიეცეს, თავისი გემოვნებით დეკორაციას სასურველი შტრიხებიც შესძინოს".

როგორც გაირკვა, თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნადი ახლადაშენებული სახლები გახდა. თანამედროვე დიზაინი, რეკრეაციული ზონა, ადგილმდებარეობა და გადახდის მოქნილი პირობები მყიდველის არჩევანს განაპირობებს.