დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოში არ არის ერთი რომელიმე სტრუქტურა, რომლის ბრალეულობაც არის ლარის დღევანდელი კურსი

საქართველოში არ არის ერთი რომელიმე სტრუქტურა, რომლის ბრალეულობაც არის ლარის დღევანდელი კურსი, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არსებობს მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლის მიხედვითაც ღია ეკონომიკის პირობებში ვალუტის კურსზე ხელოვნურად ზემოქმედებას ვერ მოახდენ.

"საქართველოში არ არის ერთი რომელიმე სტრუქტურა, რომლის ბრალეულობაც არის ის კურსი, რომელიც დღეს გაგვაჩნია. არსებობს მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლის მიხედვითაც ღია ეკონომიკის პირობებში ვალუტის კურსზე ხელოვნურად ზემოქმედებას ვერ მოახდენ. ხოლო რაც ეხება იმას, რომ სწორად იყოს გატარებული ყველა ნაბიჯი, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ექსპორტის წახალისება და პრომოცია, რასაც ადგილზე სჭირდება წარმოება. ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის წახალისება და წელს ასევე მნიშვნელოვანი თანხების დახარჯვას ვაპირებთ, რომ ტურიზმი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გავზარდოთ. ამ მიმართულებებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული", - განაცხადა ქუმსიშვილმა.