თბილისის საკრებულოში დეკემბერში გაცემულმა პრემია-დანამატებმა 567 225 ლარი შეადგინა

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ თბილისის საკრებულოდან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

მონაცემები თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირების, აპარატის შტატით გათვალისწინებული და შტატგარეშე მომსახურე თანამშრომლების მიერ დეკემბრის თვეში პრემიისა და დანამატის სახით მიღებულ თანხებს მოიცავს.

”მედიატორის” მონაცემებით, დეკემბრის თვეში საკრებულოს 26 დეპუტატის ანაზღაურებამ 63 800 ლარი შეადგინა, 24-მა დეპუტატმა (თანამდებობის პირები) დანამატის სახით 37 871 ლარი მიიღო.

„აპარატის თანამშრომლების სარგომ 253 364 ლარი, პრემიამ - 366 963 ლარი, ხოლო დანამატმა - 113 564 ლარი შეადგინა. საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომლებმა დეკემბრის თვეში სარგოს სახით - 310 173 ლარი, ხოლო პრემიის სახით - 48 827 ლარი მიიღეს. სულ გაცემული პრემიების თანხობრივმა მაჩვენებელმა 415 790 ლარი, დანამატების მაჩვენებელმა - 151 435 ლარი, ხოლო პრემია-დანამატების ჯამმა - 567 225 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია „მედიატორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდე PALITRANEWS-ზე