მგზავრი დეკლარირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა

საბაჟო გამშვები პუნქტის "წითელი ხიდის" კონტროლის ზონაში მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ნაკეთობების კანონის დარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, აზერბაიჯანის მოქალაქე გ.ა.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ საერთო წონით 73,99 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 10700,14 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10700,14 ლარის ოდენობით.