საპარტნიორო ფონდმა RIXOS BORJOMI-ის ვიცე პრეზიდენტს უმასპინძლა

საპარტნიორო ფონდში ქართულ-ყაზახური ერთობლივი პროექტის RIXOS BORJOMI-ის განვითარების გეგმა განიხილეს. როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, შეხვედრას ყაზახური მხრიდან "ყაზმუნაიგაზ სერვისის" გენერალური დირექტორი ბატირბეკ ბაშეევი დაესწრო. შეხვედრას ესწრებოდა RIXOS BORJOMI-ის გენერალური მენეჯერი ოკან კორტელიც. RIXOS -ის ვიცე პრეზიდენტმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს და ფონდის წარმომადგენლებს ლიკანში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო RIXOS BORJOMI-ის განვითარების გეგმა წარუდგინა. პროექტი სასტუმრო RIXOS BORJOMI-ის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას ისახავს მიზნად. RIXOS BORJOMI-ი (ბათუმის შემდეგ) პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც რეგიონში აშენდა.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, მაღალი კლასის სასტუმრო 2015 წლის იანვარში გაიხსნა და დღეს სრული დატვირთვით მუშაობს. ქართულ-ყაზახური პროექტის საინვესტიციო მოცულობა 48 აშშ მლნ დოლარია.