ქუთაისელმა "ნაციონალებმა" ხელისუფლებასა და "გაზპრომს" შორის მოლაპარაკებები გააპროტესტეს

ქუთაისელმა ,,ნაციონალებმა" ხელისუფლებისა და "გაზპრომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებები გააპროტესტეს. პარტიის რაიონული ორგანიზაციის შენობის აივანზე ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პლაკატები: ,,არა გაზპრომს" და ,,არა რუსი ოლიგარქის ოცნებას" გადმოჰკიდეს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლება გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებას აწარმოებს ,,გაზპრომთან", რომელიც რუსეთის ხელისუფლების დაქვემდებარებაშია და რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს.