ლარის გაუფასურების ფონზე, სამომხმარებლო ბაზარში ფასები თითქმის 30%-ით გაიზარდა

დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურებამ უკვე იმოქმედა სამომხმარებლო ბაზარზე.

საცალო ბაზრის რეალიზატორები ამბობენ, რომ ფასები დაახლოებით 20-30%-ით არის გაზრდილი როგორც საკვებ პროდუქტებზე, ასევე პირველადი მოხმარების საგნებსა და სამოსზე.

,,რაც დოლარის კურსით არის შეძენილი, ცხადია, მისი ასაღები ფასი გვემატება. ზოგიერთი პროდუქტი ერთი ლარითაც კი არის გაძვირებული. საქონლის 80% შემოტანლია. თავისთავად ცხადია, რომ გაზრდილია ფასები“, - ამბობენ მოვაჭრეები.

შექმნილი ვითარების გამო, მოვაჭრეების ნაწილი გადასახადებს ვეღარ იხდის და იძულებულია, საქმიანობაზე უარი თქვას.

,,ჩვენნაირი მცირე მეწარმეები საშინელ დღეში აღმოვჩნდით. ფასების ზრდის გამო, ბაზარში მომხმარებელი შემცირდა. ჩაძირული ხალხი ვართ. ყველას ბანკის ვალი გვაქვს“, - აცხადებენ მოვაჭრეები და ფასების ზრდას მომავალშიც არ გამორიცხავენ.