სასწავლო პროცესი 344 სკოლაშია შეჩერებული

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო, სასწავლო პროცესი, 29 იანვრის მონაცემებით, 283 სკოლაშია შეჩერებული. აღნიშნული მონაცემები 28 იანვრის შემდეგ შეიცვალა, და 267 სკოლას დაემატა კიდევ 16 საჯარო სკოლა. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს, მონიტორინგს უწყვეტად ახორციელებენ. რაც შეეხება დიდთოვლობისა და უამინდობის გამო სასწავლო პროცესის შეჩერებას, აღნიშნული მიზეზით, საქართველოს მასშტაბით, სასწავლო პროცესი 61 საჯარო სკოლაშია შეწყვეტილი. დღეის მონაცემებით, საქართველოში სულ 344 სკოლაშია სასწავლო პროცესი შეჩერებული.