ონლაინ სესხები - დადებითი და უარყოფითი მხარეები

ონლაინ კრედიტი განაგრძობს სტატიათა ციკლს და მომხმარებლის უფრო მეტად ინფორმირების მიზნით გთავაზობთ კიდევ ერთ მიკრო ბლოგს ონლაინ სესხების როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე.

ამ შემთხვევაში გვინდა შემოგთვაზოთ მცირე ისტორიული ექსკურსი და თანამედროვე ტენდენციები მიკრო კრედიტების შესახებ.

იმ მომხმარებლებს შორის რომელბიც საფინანსო მომსახურებით სარგებლობენ საქართველოში, ონლაინ მიკრო სესხები კრედიტის მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ფორმაა.

ეს გახლავთ მოკლევადიან სესხებზე ორიენტირებული სერვისი, რომლითაც საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური პირების დიდი უმრავლესობა უკვე აქტიურად სარგებლობს.

bpn

მიკრო სესხების ისტორია

მცირე თანხის გაცემის პრაქტიკა უკვე დიდი ხანია არსებობს. თავდაპირველად მსგავსი ბიზნესი სესხების გაცემას სალომაბრდე მომსახურებით, ნებისმიერი ლიკვიდური საგნის უზრუნველყოფით (იუველირული ნაწარმი, ავტომობილი და სხვა) ითვალისწინებდა.

მიკროფინანსებმა სერიოზოლი ბიძგი მისცა ინდოეთის მოსახლეობას იმისათვის, რომ აქტიურად განევითარებინა სოფლის მეურნეობა და საშუალება მისცა ღარიბ მიწათმფლობელებს ფეხზე დამდგარიყვნენ და საკუთარი ბიზნესი ეწარმოებინათ.

საქართველოში ფიზკური პირებზე მცირე სესხების გაცემა 90-იანი წლების დასაწყისში, პირველი ლომბარდების გამოჩენისთანავე გახდა აქტუალური, რომლებიც უფრო აქტიურად 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ამუშავდნენ.

რაც შეეხება სესხების გაცემის თანამედროვე პროცესს: ის ბევრად უფრო გამარტივებულია - თანხის მიღება ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე ხდება, ხოლო ფული პირდაპირ აპლიკანტის საბანკო ანგარიშზე ირიცხება.

ონლაინ სესხების დადებითი მხარეები

ონლაინ სესხებს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. მიკრო კრედიტების უპირატესობად შეიძლება შემდეგი ფაქტორები ჩაითვალოს:

• დროის მინიმალური დანახარჯი სესხის მისაღებად

• პროცედურის სიმარტივე და ხელმისაწვდომობა

მიკრო კრედიტის მთავარი ფუნქცია მომხმარებლის ფინანსური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა - "აქ და ახლა".

სესხის განაცხადის განხილვისა და თანხის გაცემის პროცესს, როგორც წესი, 30 წუთზე მეტი დრო არ სჭირდება, რამაც მსგავსი სერვისი პოპულარული და მოთხოვნადი გახადა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.

კონკურენტული გარემო, რაც თავისთავად სერვისის სრულყოფასა და გაუმჯობესებას გულისხმობს, მომხმარებელს თავიდან არიდებს რუტინულ საბანკო პროცედურებსა და ფარულ გადასახადებს.

ონლაინ სესხების უარყოფითი მხარეები

ონლაინ სესხების უარყოფით მხარედ შეიძლება მაღალი საპროცენტო სარგებელი ჩაითავლოს, რაც ერთმნიშვნელოვნად აღემატება საბანკო განაკვეთს. ეს რამდენიმე მიზეზთან არის დაკავშირებული:

1. საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას პირველ ფაქტორი არის რისკი, რომელსაც საკუთარ თავზე იღებენ საფინანსო კომპანიები, როცა ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე გასცემენ სესხს.

2. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია სესხის მომსახურების საფასური - თითოეული მომხმარებელზე გარკვეუული რესურსი იხარჯება მის მოსაზიდად და მომსახურების გასაწევად.

3. კიდევ ერთ უარყოფით მხარედ ჩრდილოვანი მოთამაშების არსებობა შეიძლება ჩაითვალოს, როცა მომხამრებელი არარეგისტრირებულ და ულიცენზიო ორაგანიზაციასთან თანამშრომლობს. ამან შესაძლოა ნეგატიური შედეგები გამოიღოს. ამიტომაც დიდი ყურადღება მიაქციეთ კომპანიას, რომელსაც ირჩევთ და აუცილებლად ლიცენზირებულ ორგანიზაციებთან დაიჭირეთ საქმე, შემდგომი გართულებების თავიდან ასარიდებლად.

იმედია ბლოგში განხილული საკითხები კიდევ უფრო ინფორმირებულს გახდის მომხმარებელს და დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ Online Credit ლიცენზირებული საფინანსო ორგანიზაცია გახლავთ, რომელიც 2 წელიწადზე მეტია ოპერირებს საქართველოს საფიანანსო სექტორში. თუ გადაწყვეტთ რომ ჩვენს ორგანიზაციაზე შეაჩეროთ არჩევანი, მაშინ შეგახსენებთ, რომ ჩვენთან პირველი სესხი 300 ლარამდე, სულ რაღაც 2%-იანი სარგებლით შეგიძლიათ მიიღოთ. სეხზე განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ აქ - სესხის აღება.

წარმატებებს გისურვებთ!

(R)