აზერბაიჯანმა საქართველოდან რქოსანი საქონლის იმპორტი აკრძალა

დღეიდან აზერბაიჯანში საქართველოდან ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის შეტანა დროებით აიკრძალა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის სამსახურის წარმომადგენელმა იოლჩუ ჰანველიმ განუცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აკრძალვის მიზეზი საქართველოში მსხვილ და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს შორის გავრცელებული ვირუსია.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს დარჩება ძალაში საქართველოდან აზერბაიჯანში ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე