დიმიტრი ქუმსიშვილი - ლარის კურსთან დაკავშირებით აშკარად დადებითი ტენდენცია გვაქვს

ლარის კურსთან დაკავშირებით აშკარად დადებითი ტენდენცია გვაქვს, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, დოლართან მიმართებაში ლარის კურსი 2.46 ნიშნულზეა ჩამოსული.

"აქედან გამომდინარე, აშკარად დადებითი ტენდენცია გვაქვს. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პირადად მე ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ, როგორც ეროვნული ბანკთან, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან - პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა შტოს, ვინც ამ პროცესში მეტად თუ ნაკლებად ვმონაწილეობთ, გვქონდეს სინქრონიზებული ქმედებები", - განაცხადა ქუმსიშვილმა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე "შეგრძნებები და აღქმები". "მაკროეკონომიკაში რა პარამეტრებიც იყო, შესწორება მოხდა და ჩვენ მეტს აღარ ველოდებით. თუ კიდევ რაიმე ისეთი იქნება, რაც შეიძლება მოხდეს, აუცილებლად მოგახსენებთ", - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.