"აუტო ბილდის" კონკურსი "ოქროს საჭე 2015" კულმინაციას უახლოვდება

"აუტო ბილდის" კონკურსი "ოქროს საჭე 2015" კულმინაციას უახლოვდება, რჩეული ავტომობილებისთვის ხმის მიცემა კი გრძელდება. ამ თემაზე დღეს "GM ტუნინგის" სერვის ცენტრში ჟურნალ "აუტო ბილდის" წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გაიმართეს. "ოქროს საჭე 2015" -ის ორგანიზატორებმა კონკურსის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს და მისი დასრულების თარიღი დააანონსეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ავტოსფეროში დასაქმებული ადამიანები.

"თებერვლის ბოლოს, წლის საუკეთესო ავტომობილები გამოვლინდება. კონკურსი ავტომობილების 6 კლასში მიმდინარეობს და ხმის მიცემა www.autobild.ge-ზე ხდება. გამარჯვებულებს ერთ თვეში საზეიმო ცერემონიალზე წარვადგენთ", - განაცხადა "აუტო ბილდის" მთავარმა რედაქტორმა შალვა ბუაჩიძემ. საავტომობილო ოსკარის სახელით ცნობილი კონკურსი "ოქროს საჭე" უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. კონკურსს ჟურნალი "აუტო ბილდი" 2009 წლიდან ატარებს და მისი მიზანია საუკეთესო ავტომობილების გამოვლენა. "ოქროს საჭე 2015"-ის წარმდგენია ავტო ტუნინგის კომპანია "GM ტუნინგი"; პროექტი საქართველოში საავტომობილო ჟურნალის "აუტო ბილდ საქართველოს" ორგანიზებითა და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის პარტნიორობით იმართება.