რა კავშირი აქვს ლარის გამყარებასთან წართმეული ბიზნესის დაბრუნებას?

წართმეული ბიზნესების დაბრუნება, რომელიც ლარის კურსს უკავშირდება, ერთადერთი არა, მაგრამ ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ეროვნული ვალუტის გამყარებაში.

ამის შესახებ "ტექნო ბუმის" დამფუძნებელმა, ანზორ ქოქოლაძემ ”PALITRANEWS”-ის გადაცემა ”ბიზნესპერსონაში” განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტული მიზეზების გამო, საქართველოდან ინვესტიციების გადინება ხდება: ”ინვესტიციის გადინებას საქრთველოდან, თუ დავაკვირდებით, დაახლოებით, მილიარდ ორასის ფარგლებში თამშობს ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. ანუ, 2012 წლის შემდეგ. რატომ? - იმიტომ, რომ ბიზნესკლიმატი გაუარესდა? - არა, ბიზნესკლიმატი გაუმჯობესდა. ასეთი თავისუფალი გარემო რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ვერსად ვნახავთ. თავისუფალია, ჯანსაღია გარემო”, - აღნიშნა ანზორ ქოქოლაძემ და ინვესტიციების გადინების მიზეზები განმარტა. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ინვესტიციების გატანის მოტივაცია მათ აქვთ, ვინც სხვისი კომპანიები მიითვისა:

”ცდილობენ, ამოიღონ ეს თანხები ბიზნესიდან, მოგება გაიოტანონ რაც შეიძლება სწრაფად (ესენი არიან წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები. ამაში დარწმუნებული ვარ). ხედავენ, რომ დღეს თუ ხვალ სამართლიანობა აღდგება, საფრთხეს გრძნობენ, ამიტომ ცდილობენ, რომ გაიტანონ. მეორე ჯგუფია, რომელიც დაზარალებული მხარეა. დაზარალებული მხარეც ხედავს - ვერ აღიდგინა უფლებები. შესაბამისად, ის საფრთხეს ხედავს, დაუცველად გრძბნობს თავს, მისი აქტივობა დაბალია, რაც ეკონომიკურ პროცესს აფერხებს, ანელებს. ეს ეკონომიკას ძვირად უჯდება. საბოლოო ჯამში, ამ ინვესტიციის გადინება აწვება თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, ბუნებრივია, ეს ძალიან მტკივნეულია, მძიმეა, როცა ლარის კურსი გაუფასურდა და ყველა ადამიანს გაუჭირდა”, - აღნიშნა ანზორ ქოქოლაძემ.

მისივე ინფორმაციით, სამართლიანობის აღდგენა იქნება ერთერთი კომპონენტი, რომლიც ლარის კურსზე გავლენას მოახდენს: ”რაც უფრო მალე აღდგება სამართლიანობა, ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება, რაც ლარის კურსზე დადებითად აისახება. მე არ ვამბობ, რომ 1,78-ს დაუბრუნდება, მაგრამ მინიმუმ, 20 პუნქტიან გავლენას მოახდენს”, - განაცხადა "ტექნო ბუმის" დამფუძნებელმა.

გადაცემის "ბიზნესპერსონა" სრულ ჩანაწერს ხვალ, 30 იანვარს PALITRANEWS-ზე 20:10 წუთზე იხილავთ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე