აშშ-ის პრეზიდენტის პირად თვითმფრინავს Boeing შექმნის

აშშ-ის პრეზიდენტს თვითმფრინავით კომპანია Boeing მოამარაგებს. შესაბამისი კონტრაქტი, პენტაგონის ცნობით, უკვე გაფორმდა. პირველადი შეთანხმების ფარგლებში პროექტისთვის 25,8 მილიონი დოლარი გამოიყო.

აშშ-ის პრეზიდენტისთვის ორი თვითმფრინავი Boeing VC-25 1990 წელს შეიქმნა. მათ ფუნქციონირების 30-წლიანი ვადა ამოწურეს. დაგეგმილი პროექტის ფარგლებში ისინი ორი ახალი სპეციალური თვითმფრინავით - Boeing's 747-8-ით ჩანაცვლდება, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტს მომავალში მოემსახურება.