თბილისში ოთხ ხიდს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

თბილისში სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჟამად ოთხ ხიდზე მიმდინარეობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ მომენტისთვის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ორთაჭალაში გულიას სახელობის ხიდს, ასევე ბარათაშვილის, დიდი დიღმისკენ გადასასვლელ და ავჭალაში, თბილისიდან გასასვლელ ხიდებს უტარდებათ. დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნულ ხიდებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულის დაწყებამდე დასრულდება და 10 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.