"ენერგო-პროს" ინფორმაციით, გურიას, ქობულეთისა და სამტრედიის ნაწილს ელექტროენერგია კომპანიის მიზეზით არ შეწყვეტია

გურიას, ქობულეთის და სამტრედიის ნაწილს ენერგომომარაგება აღუდგათ. როგორც კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, ქსელში ავარია არ მომხდარა, შესაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა. მათივე ინფორმაციით, დღეს, 10:25 საათზე, ელექტროენერგიის მიწოდება ნახევარი საათით შეუწყდა გურიის მხარეს მთლიანად და ქობულეთის რაიონის ნაწილს, ასევე ელექტროენერგია 5 წუთით არ მიეწოდებოდა სამტრედიის რაიონის ნაწილს. "ამ დროისთვის ელექტროენერგია ყველა აბონენტს მიეწოდება", - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში".