საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, გერმანიაში თავშესაფარი აღარ მისცენ

ბავარიის მთავრობამ გერმანიის ფედერალური მიწების პარლამენტში ე.წ. ბუნდესრატში განცხადება გააგზავნა, რომლითაც მოუწოდებს, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანოს. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, შესაბამისი განცხადება ბავარიის პრემიერ-მინისტრმა ჰორსტ ზააჰოფერმა ბერლინშიც გააკეთა. ბავარიის მთავრობის ეს ინიციატივა გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში თავშესაფარს აღარ მისცემენ, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად იქნება აღიარებული. ბავარიის მთავრობის ინიციატივით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს გარდა უნდა მოხვდეს სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.