წყვილი, რომელმაც ყველაფერი გაყიდა და მოგზაურობა დაიწყო

2013 წლის ოქტომბერში კრისმა და დანიკამ გადაწყვიტეს, სამსახურისთვის თავი დაენებებინათ, ყველაფერი გაეყიდათ და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაეწყოთ. მას შემდეგ ისინი სულ გზაში არიან.

„ჩვენ ყოველთვის საოცარი თავგადასავლები გვაქვს. ყველაზე მეტად მაშინ ვგრძნობ მოგზაურობას, როდესაც სახლი მენატრება“, - ამბობენ ისინი.

მათ ევროპაში უკვე 6 თვე გაატარეს, რის შემდეგაც ისინი აზიაში გაემგზავრნენ და ტაილანდსა და მალდივებზე იმოგზაურეს.

„ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, გადაწყვიტო რომ ამის გაკეთება გინდა. სხვებისთვის რომ მოგვესმინა, რომლებიც გვირჩევდნენ, არ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, არ გაემგზავროთ საფრთხის შემცველ ქვეყნებშიო, მაშინ ვერასოდეს ვიმოგზაურებდით ასე. უმჯობესია, გააკეთო ის, რაც გინდა და შემდეგ აღმოაჩინო, რომ ეს არ მოგწონს და დაბრუნდე უკან, ვიდრე არ გააკეთო იმის გამო, რომ სხვები გირჩევენ“, - ამბობენ ისინი.

წყვილი თავიანთ გამოცდილებას მკითხველს საკუთარ ბლოგზე უზიარებენ და სახლში დაბრუნებას ჯერ არ აპირებენ.