სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში დღეიდან სასწავლო პროცესი განახლდა. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს. დღეიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებშიც.

როგორც ცნობილია, გარკვეულ საჯარო სკოლაში, ასევე დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი 3 დღით, გრიპის ვირუსის პრევენციის გამო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე იყო შეჩერებული. ამასთან, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში სასწავლო პროცესი დიდთოვლობით გამოწვეულმა პრობლემამაც შეაფერხა. გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.