საკრედიტო "მონობა"

უკიდურესად მძიმეა 35 ათასი ოჯახის ბედი, რომელთაც იპოთეკური სესხების უზრუნველსაყოფად კომერციულ ბანკებს უძრავი ქონება მისცეს. 35 ათასი ოჯახი დაახლოებით 120 000 ადამიანია, ანუ ჩვენი მოსახლეობის 3% და მათგან ბევრს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება.

ლარის მკვეთრი დევალვაციის გამო განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც საბანკო სესხები უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული. თუ ერთი წლის წინ 100 დოლარის შესაძენად 170 ლარი კმაროდა, იანვრის ბოლო დღეებში 250 ლარიც არ ეყოფოდა. ბანკის მოვალეების მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, რადგან უცვლელად დარჩენილი სახელფასო ანაზღაურების პირობებში დიდ ნაწილს ლამის მთელი გასამრჯელოს ბანკში დატოვება უწევს. ამიტომაც ვალს ვალი ედება, ხშირად - მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, რომელთაც უკიდურესად კაბალური პირობები აქვთ და მათ მარწუხებში მოხვედრილ ადამიანს საკრედიტო "მონობიდან" თავის დაღწევის მხოლოდ ერთი შანსი რჩება - თუ სიღატაკეს ამჯობინებს, ყველაფერს დაკარგავს და ღია ცის ქვეშ დარჩება.

"ლარის ვარდნა მიგრაციის ახალ ტალღას ააგორებს"

ჩემი კოლეგა და მეგობარი, რომელიც ერთ-ერთ გამომცემლობაში მუშაობს და ერთი შეხედვით, სოლიდური ხელფასიც აქვს, ვალების დასაფარად სამსახურის მიტოვებას და რაღაც ხნით უცხოეთში მოსამსახურედ წასვლას აპირებს. მისი ხელფასი - 2.000 ლარი - კარგა ხანია, 1.000 დოლარიც აღარ არის, არადა, ბანკში ყოველთვიურად 800 დოლარს იხდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, იპოთეკური კრედიტის გამო დაგირავებულ ბინას დაკარგავს. იმედი აქვს, რომ უცხოეთში ერთი წლის განმავლობაში თავდაუზოგავი მუშაობით პრობლემას მოაგვარებს, თუმცა, ამ ნაბიჯის გადადგმისაც ეშინია, რადგან ფიქრობს, რომ სამშობლოში დაბრუნებულს სამსახურის შოვნა გაუჭირდება...

ეკა ლომიძე

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 1 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად