"ტენდერებში "ფულის მოხსნის" სამი სქემა"

"ხანდახან ტენდერში გამარჯვებული კომპანიისა და მისი ქვეკონტრაქტორი ფირმების წარმომადგენლები ერთი და იგივე პირები არიან"

"ტენდერებით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის გამოყოფილი ათასობით ლარი ჰაერში ორთქლდება!" - აცხადებს­ არასამთავრობო ორგანიზაცია"ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" თავ­მჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი. როგორ­ იფლანგება საბიუჯეტო სახსრები და რატომ არ ისჯებიან კორუფციული გარიგებებისთვის ჩინოვნიკები?! ამასთან დაკავშირებით ნატალია ხოხიაშვილი­ გვესაუბრა:

- რამდენიმე ტენდერი თავად შევისწავლე­ და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში კო­რ­უფციული გარიგებებისა და"ფულის მოხსნის" სქემები თვალსაჩინოდ გამოიკვეთა,­ რაც უნამუსო ჩინოვნიკებს ფულის კეთების საუკეთესო საშუალებას აძლევს.

სქემა #1 გულისხმობს, რომ ტენდერის­ პი­რობები და შესასრულებელი სამუშაოს­ პროექტი თავიდანვე უვარგისი იყოს! ეს საშუალებას­ იძლევა, შემსრულებელს დაუწ­უ­ნონ სამუშაო და ტენდერი რომ ჩაბარებუ­ლად ჩაითვალოს,"ატკატი" გადაახდევინონ.

სქემა #2 გულისხმობს, მოკლე ვადაში­ ერთი და იმავე სამუშაოს შესრულებაზე ტენდერის რამდენჯერმე გამოცხადებას.

სქემა #3-ით კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შეუძლია დაიქირავოს ქვეკონტრაქტორი ფირმები და დაუდოს ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევებში არაადეკვატ­ური თანხა იხარჯება ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებისთვის. საგულისხმოა ის, რომ ხანდახან ტენდერში გამარჯვებული კომპანიისა და მისი ქვეკონტრაქტორი ფირმების წარმომ­ადგენლები ერთი და იგივე პირები არიან. გვაქვს ამის მაგალითებიც...

- გამოდის, საკუთარ თავს უფორმებენ ხელშეკრულებებს?

- დიახ, ასეა... წალკის რაიონში 25 მარტის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორ­იაზე ასფალტის დასაგებად გამოცხადებული იყო ტენდერი, რომლის ღირებულებაც 360.000 ლარამდე იყო. სამუშაო შპს"მეორე საგზაო სამმართველომ" ჩაატარა, რომლის ხელმძღვანელიც ლევან ჩაგელიშვილი იყო. ეს კაცი ამბობდა, რომ პროექტი თავიდანვე­ უვარგისი იყო და გადაკეთებას საჭიროებდა (არ იყო გათვალისწინებული სანიაღვრე სისტ­ემა, რომ მოასფალტებული გზიდან­ წყალი არხებში გადასულიყო), გამ­ოყოფილი თანხა კი ამ სამუშაოს შესრულებისთვისაც საკმარისი იქნებოდა... ამასთან,­ პროექტი არა მთელი ქუჩის, არამედ ნაწილის­ მოასფალტებას­ ითვალისწინებდა. ჩაგ­ე­ლიშვილი ღიად აცხადებს, რომ მას გამგე­ობიდან თანამდებობის­ პირები შეხვდნენ და"ატკატი" მოსთხოვეს. თანხმობა­ რომ ვერ მიიღეს, სამუშაო ჩაბარებულად აღარ ჩაუთვალეს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გამგეობამ ძალიან მოკლე დროში ისევ გამოაცხადა ტენდერი, რომე­ლიც 25 მარტის ქუჩის მოასფალტებას გულისხმობდა. გაიმარჯვა ფირმამ -"ნიუ კომპანი", რომლის წარმომადგენელიც გიორგი ლომიძე გახლავთ. ჩემი ინფორმაციით, ის გამგებლის მეგობარია. ლომიძემ ქვეკონტრაქტორ ფირმებთან დადო ხელშეკრულებები, სადაც სამუშაოს შესრულებისთვის არაადეკვატურად მაღალი ფასები გაიწერა. აუდიტის­ სამსახურმა ეს საქმეც შეისწავლა და დასკ­ვნაში დაწერა:"ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის გადახდილსა და ქვეკონტრაქტორი ფირმებისთვის ანაზღაურებულ თანხებს შორის სხვაობა 117.000 ლარია. შესრულებული სამუშაოს სავარაუდო­ ღირებულების გაანგარიშება კი გონივრულ გათვლებს არ ეფუძნება". გამოდის, ათასობით ლარი თვალსა და ხელს შუა ჰაერშია­ აორთქლებული. ასეთი ფაქტები სხვა რაიონებშიც უამრავია...

ეკა ასათიანი

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 1 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად