სოროსმა ჰილარი კლინტონს 6 მილიონი დოლარი გადაურიცხა

მილიარდერი ჯორჯ სოროსი ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიას აფინანსებს. გამოცემა The Hill-ის ცნობით, ამერიკელმა ფილანთროპმა აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს 6 მილიონი დოლარი გადაურიცხა. როგორც ცნობილია, მილიარდერმა აღნიშნული თანხა 2015 წლის დეკემბერში გადარიცხა, თუმცა, ცნობილი ახლა გახდა.

კლინტონის საარჩევნო შტაბმა 25,8 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა და კიდევ 33 მილიონი დოლარი აქვს ბიუჯეტში.

ჯორჯ სოროსი დემოკრატების დონორი ამ დრომდეც არაერთხელ ყოფილა. იგი 2004 წელს ამჟამინდელი სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის საპრეზიდენტო კამპანიასაც აფინანსებდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე