„ტოიოტა“ იაპონიის მასშტაბით წარმოებას აჩერებს

ავტომწარმოებელი „ტოიოტა“ იაპონიის მასშტაბით მანქანების წარმოებას 6 დღით აჩერებს. ამის მიზეზი ადგილობრივი მედიის ცნობით, იმ ქარხანაში მომხდარი აფეთქება გახდა, რომელიც ძრავისა და სიჩქარის კოლოფის კომპონენტებს აწარმოებს და დანარჩენ ქარხნებს აღნიშნული ნაწილებით ამარაგებს. ინციდენტის გამო მუშაობა 13-მა ქარხანამ შეაჩერა.

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე