თბილისში ახალი ავტობუსები აგვისტოში შემოვა

აგვისტოში დედაქალაქში ახალი ავტობუსები შემოვა. როგორც თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის საქმიანობის პრეზენტაციის დაწყებამდე დედაქალაქის მერიაში განაცხადა, 175 ახალ ავტობუსებზე ტენდერი გამოცხადებული არის EBRD-ის საიტზე, პროექტი EBRD-ის თანადაფინანსებით ხორციელდება. ვიცე-მერის ინფორმაციით, ტენდერი 9 მარტს დასრულდება.

"აგვისტოში უკვე შემოვა სრულიად ახალი, თანამედროვე უსაფრთხო ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ავტობუსები, ეს არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია თბილისისთვის, რადგან ქალაქს ასეთი ავტობუსები ჯერ არ ჰქონია", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

მისივე ცნობით, მერია ეტაპობრივად, სრულად გამოცვლის ავტობაზას. მიმდინარე წელს დედაქალაქში შემოვა 175 ერთეული ახალი ავტობუსი. ხოლო მომდევნო წლებში ავტობაზის სრული შეცვლა იგეგმება. ვიცე-მერის ცნობით, ასევე აშენდება ახალი ავტობაზა, რომელიც აღნიშნულ ავტობუსებს მოემსახურება.