ზუგდიდში მძღოლების აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

ზუგდიდი-თბილისისა და სხვა საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები ზუგდიდის ავტოსადგურის ტერიტორიაზე მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც ცნობილია, ისინი კომპანია "მეტრო პლიუსის" ზუგდიდის სატრანსპორტო ბაზარზე შესვლას აპროტესტებენ. ცოტა ხნის წინ ავტოსადგურის ტერიტორიაზე "მეტრო პლიუსის" ავტობუსები გამოჩნდა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტობუსებს კვერცხები დაუშინეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. რამდენიმე პირი პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა.

ამ წუთებში ავტობუსებს სამართალდამცავები იცავენ და მძღოლებს მათთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.