იანვარში საქართველოში 323 159 ვიზიტორი შემოვიდა

2016 წლის იანვარში საქართველოში 323 159 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,4 %-ით მეტია. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ვიზიტორთაგან 116 369 ტურისტი იყო (საერთო რაოდენობის 36%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 4,3%), 48 466 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ტრანზიტს (საერთო რაოდენობის 15%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -16%), 158 324 შემთხვევაში კი სხვა ტიპის ვიზიტი განხორციელდა (საერთო რაოდენობის 49%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 13%).

"2016 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-12,4%), თურქეთიდან (-5,6%), აზერბაიჯანიდან (+16%), რუსეთიდან (+10,2%) და უკრაინიდან (+8,6%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარშიც გამოირჩნენ საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია (შესაბამისად 29%, 26%, 16%, 15% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (15%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსი (21%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (14%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები - 706%. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 7%-იანი ზრდა", - აცხადებენ უწყებაში.