თბილისში PSP-ს აფთიაქი დააყაჩაღეს

მელიქიშვილის გამზირზე, PSP-ს აფთიაქი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, აფთიაქს თავს ორი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი დაესხა. წაღებულია თანხა. როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შემთხვევა მელიქიშვილის გამზირზე წუხელ მოხდა.