აშშ-ის ხაზინამ ე.წ.მაგნიტსკის სიაში დამატებითი პირები შეიყვანა

აშშ-ის ხაზინამ ე.წ. "მაგნიტსკის სიაში" დამატებითი პირები შეიყვანა. უწყების პრესსამსახურის განცხადებით, შემზღუდავი ზომები რუსეთის კიდევ 5 მოქალაქის წინააღმდეგ დაწესდა. მათ შორის არიან რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსეი ანიჩინი, რუსეთის შსს-ს ყოფილი თანამშრომელი პაველ ლაპშოვი და სხვა. "მაგნიტსკის სიაში" შედიან პირები, რომლებიც ცნობილი რუსი იურისტის სერგეი მაგნიტსკის ციხეში გარდაცვალებასთან არიან კავშირში, ასევე პასუხისმგებლობა აკისრიათ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. სიაში შეყვანილ პირებს აშშ-ში ჩასვლა აკრძალული აქვთ, მათი ფინანსური აქტივები ამერიკულ ბანკებში კი გაყინულია.