რატომ ჭიანურდება "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტის განხილვა?

2013 წელს მომზადებული "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ"კანონპროექტს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში აცხადებენ, რომ კანონპროექტის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება.

კანონპროექტი მყიდველს უფლებას აძლევს, შეძენილი პროდუქცია 14 დღის განმავლობაში დააბრუნოს და გადახდილი თანხა უკან მიიღოს. მასში გაწერილია ის ნორმები, რომლითაც შეძენილ პროდუქციაზე დამატებითი საგარანტიო პირობები გავრცელდება და მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებასაც ითვალისწინებს.

დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტში კანონპროექტის არსებულ ვარიანტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. კანონპროექტის არსებული ვარიანტი მიუღებელია ბიზნესასოციაციისთვის. თავად მომხმარებელი კი ამბობს, რომ ხშირად პროდუქციის შეძენისას მისი რეალური მახასიათებლების შეფასება ვერ ხერხდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე