საქართველოს ჩეხეთის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრის ხელმძღვანელობით ბიზნეს დელეგაცია ეწვევა

8-10 თებერვალს, საქართველოს ჩეხეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრის იან მლადეკის ხელმძღვანელობით ჩეხეთის ბიზნეს დელეგაცია ეწვევა. როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, დელეგაციის შემადგენლობაშია 30-მდე მსხვილი ჩეხური კომპანიის წარმომადგენელი, რომელთა მიზანია პარტნიორული ურთიერთობების დამყარება შესაბამის ქართულ კომპანიებთან. მათივე ინფორმაციით, 10 თებერვალს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, 10:00 საათზე, გაიმართება საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი, სადაც ჩეხური და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ პირისპირ გამართონ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ჩეხეთის ბიზნეს დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: სარკინიგზო პროდუქცია/დანადგარები; საბანკო-საფინანსო სფერო; კონსალტინგი; ტრანსპორტი და ლოჯისტიკა; საკანალიზაციო სისტემები; ინფორმაციული ტექნოლოგიები; სამედიცინო ტურიზმი; მედიცინა; თაფლის დესერტები; GBB TV სისტემები; ფარმაცევტული საშუალებები; საკვები დანამატები; კოსმეტიკა; მშენებლობა; ელექტრო ლოკომოტივები და შესაბამისი სერვისები; ნავთობის და სპირტის გადამუშავებისთვის, ქარხნების, ქიმიური და კვების მრეწველობებისათვის საჭირო ტექნოლოგიები და დანადგარები; აღჭურვილობა საავადმყოფოებისათვის; საკანალიზაციო დანადგარები; წყლის დასუფთავებისათვის აუცილებელი მოწყობილობები; სპორტული მედლები, თასები და ჩირაღდნები და სხვა.

ეს კომპანიებია: ŠKODA PRAHA ენერგეტიკის მიმართულება, Full Medical Services, ICZ სამედიცინო ტექნოლოგიები, LIF, PIVOVAR SVIJANY ჩეხური ლუდის მწარმოებელი, Mautilus ტელესაკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიები, Dr. Műller Pharma ფარმაცეპტული კომპანია, და სხვა.