ბორჯომის მუნიციპალიტეტმა სოციალურ პროგრამებზე იანვარში 90 128 ლარი დახარჯა

სოციალური პროგრამების განხორციელებისთვის იანვარში ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 90 128 ლარი დაიხარჯა. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, აღნიშნული თანხით, გამგეობამ და საკრებულომ ჯამში, თანადგომა გაუწია 386 ბენეფიციარს. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი აღნიშნავს, გამგეობაში მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, გასულ თვეს 310 მოქალაქე 60 653 ლარით დაფინანსდა. გამგებლის განმარტებით, დახმარება გაეწია 4 და მეტშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, გამოჩენილ ადამიანებს, ახალდაქორწინებულებს, ახალშობილებს, 100 წელს გადაცილებულ პირებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს და ა.შ.

"2015 წლიდან ბორჯომში დიალიზზე მყოფი პაციენტების დახმარების პროგრამაც ამოქმედდა. ადგილობრივი ხელისუფლება ბენეფიციარებს მედიკამენტების შესყიდვაში ყოველთვიურად 50 ლარით ეხმარება. ამასთან, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს "ცე" ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანების მიერ სახელმწიფო პროგრამის სარგებლობისას დარჩენილი თანხის ანაზღაურებას. მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მოქალაქეების პირადი განცხადებების საფუძველზე 76 მოქალაქის დასახმარებლად 29 475 ლარი გასცა", - აცხადებენ გამგეობაში და განმარტავენ, რომ გასულ 2015 წელს სოციალური პროგრამების განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 161 487 ლარი დაიხარჯა.