ინფრასტრუქტურის სამინისტროში ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის საკითხებზე ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან დღეს შეხვედრა გაიმართა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კუთხით ევროპელ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობა ღრმავდება. სამინისტროში გამართულ შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი მოლაპარაკების შედეგად, მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერებისა და ურთიერთანამშრომლობის კუთხით ევროპელ კოლეგებთან ერთად, ერთობლივ პროექტებზე მუშაობა გადაწყდა. ბასკეთის მერმა კოლეგებს თავისი გამოცდილება გაუზიარა. მხარეებმა შემდგომში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.