იანვარში საბერძნეთში 62 000 მიგრანტი ჩავიდა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, გასულ თვეს საბერძნეთში 62 000 მიგრანტი ჩავიდა. ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას დაიღუპა 368 ადამიანი, აქედან ყოველი მეექვსე ბავშვია. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საბერძნეთში ჩასული მიგრანტების 90% სირიის, ავღანეთისა და ერაყის მოქალაქეა. კიდევ 5 000 ადამიანი ხმელთაშუა ზღვით ლიბიიდან იტალიაში ჩავიდა. დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ 2015 წელს ევროპაში მილიონზე მიგრანტი ჩავიდა.