სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა და ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, ფერმერთა ასოციაციის წერმომადგენლები საზოგადოებრივ ცენტრებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ და მათ სოფლის მეურნეობის თემებზე კონსულტაციებს გაუწევენ.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დღეისთვის ფუნქციონირებს 29 საზოგადოებრივი ცენტრი. ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრების სერვისების მიღება უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდის, ფოკის, ნიგოითის, ჯვარის, შორაპანის, ყვარელწყალის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშის, კაზრეთის, შილდის, ორსანტიის, ქვემო ნატანების, კაბალის, ლენტეხის, დაბა ჩაქვისა და ხრეითის მოსახლეობას.