უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა ქვეყანაში რეფორმების დაბლოკვის გამო თანამდებობა დატოვა

უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა, აივარას აბრომავიჩუსმა თანამდებობა დატოვა. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ მან თავად განაცხადა.

"გადავწყვიტე მინისტრის პოსტი დავტოვო ქვეყანაში სისტემური და მნიშვნელოვანი რეფორმების დაბლოკვის გამო", - განაცხადა აბრომავიჩუსმა.

მისივე თქმით, ის ვერ ახერხებს საჭირო რეფორმების განხორციელებას. ეროვნებით ლიტველმა აივარას აბრომავიჩუსმა უკრაინის ეკონომიკის მინისტრის პოსტი 2014 წელს დაიკავა. მანამდე მას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს.