სემეკი "მედია კლუბის" ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს

სემეკი "მედია კლუბის" ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, სემეკი "მედია კლუბის" ფარგლებში ტრენინგებს აგრძელებს.

"ამჯერად თემატიკა მოიცავს ბუნებრივი გაზის სექტორს. განხილული იქნება ბუნებრივი გაზის ბაზრის სტრუქტურა, მომსახურების ხარისხი, სექტორში მოქმედ კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის არსებული ურთიერთობები", - ნათქვამია განცხადებაში.

ტრენინგი მიმდინარე წლის 13 თებერვალს დაიწყება. ხანგრძლივობა 2 თვე (4 შეხვედრა) იქნება. როგორც სემეკ-ში აცხადებენ, მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე - http://gnerc.org/ge/sadjaro-skhdomebi/sadjaro-skhdomebis-shedegebi-presrelizi/sxdomis-shedegebi/17417 და გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - pr@gnerc.org არაუგვიანეს მიმდინარე წლის 12 თებერვლისა.