ზუგდიდში გაფიცული მძღოლები მუშაობას ხვალიდან განაახლებენ

ზუგდიდი-თბილისის და სხვა საქალაქთაშორისო მიმართულებით მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები მუშაობას ხვალიდან განაახლებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, რეისები ხვალიდან შეუფერხებლად შესრულდება, თუმცა ყურადღების მოდუნებას არ აპირებენ.

"ხვალიდან მუშაობას ვაგრძელებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიშლებით და გავჩერდებით. თუ ჩვენს მუშაობას რამე საფრთხე ისევ დაემუქრება, ოჯახებით გამოვალთ ქუჩაში. არ დავუშვებთ "მეტროს+"- ს მუშაობას ზუგდიდში", - აცხადებენ მძღოლები.

ზუგდიდში მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები კომპანია "მეტრო +"- ს შემოსვლას თითქმის ორი თვეა აპროტესტებენ. მათ აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. ბოლო რამდენიმე დღე კი მძღოლები გაიფიცნენ.