გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი ამოცანაა უმოკლეს პერიოდში გაიხსნას ევროკავშირის საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის

ჩვენი ამოცანაა უმოკლეს პერიოდში გაიხსნას ევროკავშირის საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, საქართველომ შეძლო სრულად დაეკმაყოფილებინა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა.

"2016 წელს უნდა შევძლოთ მეტის გაკეთება. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობები. გარდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებაში ახალი იმპულსის გაჩენისა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ბევრ სხვა სფეროშიც გვაქვს ჯერაც აუთვისებელი რესურსი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. დღეს ჩვენი ამოცანაა უმოკლეს პერიოდში გაიხსნას ევროკავშირის საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.