"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორი ნიკა ქიზიყურაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორი ნიკა ქიზიყურაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა. აღნიშნული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაადასტურეს, თუმცა როგორც უწყებაში განმარტავენ, გათავისუფლების პროცედურა საბოლოოდ ჯერ არ დასრულებულა.

"ნიკა ქიზიყურაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროცედურები დაწყებულია, თუმცა კანონით შესაბამისი პროცედურებისთვის 3-დღიანი ვადაა გათვალისწინებული", - განაცხადეს სამინისტროში.

უწყებაში "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ქიზიყურაშვილის გათავისუფლების პროცედურა დასრულდება. "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-ია.