ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელის აღდგენაზე 190 000 ლარი დაიხარჯა

გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელის აღდგენაზე 190 000 ლარი დაიხარჯა. გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელზე ჩატარებული სარეაბილატაციო სამუშაოები დღეს თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გივი კუბლაშვილმა განაცხადა, გაკეთდა გადასასვლელის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო განათების სისტემა და უახლოეს პერიოდში ასევე დამონტაჟდება სათვალთვალო კამერები.

გივი კუბლაშვილის განცხადებით, სამუშაოებს შპს "უძრავი ქონება" 6 თვის განმავლობაში აწარმოებდა და იგი 190 000 ლარი დაჯდა.