"ვიზეარი" რეგიონში პირველ ბაზას ქუთაისის აეროპორტში გახსნის

უნგრული ავიაკომპანია "ვიზეარი" 2016 წელს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას გახსნის.

შედეგად, ქუთაისი გახდება რეგიონში პირველი აეროპორტი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ბაზირებით. ბაზა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უნგრული ავიაკომპანია Wizz Air შორის მიღწეულ შეთანხმების შედეგად იხსნება.

2016 წლის 19 თებერვალს დაგეგმილა ავიაკომპანია Wizz Air დირექტორის, ჯოზეფ ვარადის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში მოხდება ბაზისა და სამომავლო გეგმების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება.

ავიაკომანია ვიზეარის ფლოტი მოიცავს ეარბას A320 და A321 ტიპის 65 საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ამჟამად წარმოდგენილია 23 აეროპორტში და ასრულებს ფრენებს 400 მიმართულებით, რითაც აკავშირებს 38 ქვეყნის 188 აეროპორტს. 2015 წელს ავიაკომპანია ვიზეარმა 19,2 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.